სტატიების მიღება 25-ე ნომრისათვის
მოწვევა ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 2023 წლის ნომერში სტატიის წარმოსადგენად ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXV ტომისათვის. ტომი გამოიცემა 2023 წლის ბოლოს. სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და…