ძვირფასო კოლეგებო! მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIV ტომისათვის. ტომი გამოვა 2022 წლის ბოლოს. ჟურნალში წარმოდგენილი სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიც. არც რეგიონის, არც ქრონოლოგიის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. კვლევა შეიძლება შეეხებოდეს უძველესი დროიდან დღემდე პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას ნებისმიერი ხალხის ისტორიულ გამოცდილებას. კვლევითი სტატიების გარდა შესაძლებელია წყაროების ტექსტების გამოქვეყნება შესაბამისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კომენტარებით. მიიღება განსვენებულ მეცნიერთა არქივებში დაცული განსაკუთრებული ღირებულების მქონე გამოუქვეყნებელი ნაშრომებიც სათანადო სამეცნიერო აპარატითა და კომენტარებით. ჟურნალი გამოაქვეყნებს წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანებს, რეცენზიებს, სამეცნიერო ცხოვრების სხვადასხვა ფაქტის (კონფერენციის, ვორქშოფის, წიგნის პრეზენტაციის და ა.შ.) ამსახველ ინფორმაციებს; სამეცნიერო პოლემიკის მასალებს, ინტერვიუებს, კომენტარებს, მოგონებებს დარგის სპეციალისტების შესახებ, ნეკროლოგებს. ციტირებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების, სტატიის გაფორმების წესებისათვის იხ. დანართი 1 (დანართის გადმოწერა შესაძლებელია ბმულიდან: :https://www.researchgate.net/…/359803323_motsveva…). ავტორებმა სტატიები თანდართულ საილუსტრაციო მასალებთან ერთად უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: source-studies@tsu.ge gsourcestudies@gmail.com ორივე მისამართზე სტატიის გამოგზავნა აუცილებელია. ავტორებმა აგრეთვე უნდა გადმოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა. იხ. დანართი 2 (დანართის გადმოწერა შესაძლებელია ბმულიდან: https://www.researchgate.net/…/359803323_motsveva…). სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ივნისი. ამ ვადის შემდგომ რედაქციაში შემოსული სტატიების განხილვა მოხდება ჟურნალის მომდევნო ნომრისათვის. გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების თაობაზე მიიღებენ რედაქტორები სამეცნიერო ექსპერტების