„ქართული წყაროთმცოდნეობა“ XXIII
დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 23-ე ნომერი. მკითხველი ახალ ნომერში იხილავს როგორც ტრადიციულ, ისე განახლებულ რუბრიკებს. ჟურნალი აერთიანებს სულ თორმეტ რუბრიკას, სადაც წარმოდგენილია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების, ფართო პროფილის მქონე ორიგინალური სამეცნიერო კვლევები, ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სამეცნიერო პროცესის ამსახველი ქრონიკები: ახალი წიგნების გამოცემის, სამეცნიერო კონფერენციების, საინფორმაციო…