სტატიების მიღება 24-ე ნომრისათვის
ძვირფასო კოლეგებო! მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIV ტომისათვის. ტომი გამოვა 2022 წლის ბოლოს. ჟურნალში წარმოდგენილი სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიც.…